სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა შვიდდღიანი პროტესტის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს. ექიმების გადაწყვეტილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელის კახა ჩიხრაძის გადაწყვეტილებითაა განპირობებული. ჯერჯერობით ცნობილი არ არის აღადგენენ თუ არა სამსახურში კახა ჩიხრაძის მიერ გათავისუფლებულ თანამშრომლებს. ,,გად...
,,საზოგადოება უნდა იყოს აქტიურად ჩართული საკუთარი ხელისუფლების კონტროლში", -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაა. ,,ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმა ჩემი და ჩვენი გუნდისთვ...
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას მიხეილ ღურწკაია დაიკავებს. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისიტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა. ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებო...
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების შეტანის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება.საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე ამ დროისთვის 23 განაცხადია დარეგისტრირებული. ამასთან, მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის საინიციატივო ჯგუფ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს. რამდენიმე საათში კარნეგის ცენტრში დავით უსუფაშვილის შეხვედრა დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარე აქცენტს ქვეყნის იმ პროპრიტეტებზე გააკეთებს, რომელიც ხელისუფლების სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. ის შეკრებილ საზოგა...
შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში 18 მარტს მივა. ამის შესახებ, ინფორმაცია ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დაუდასტურა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში გასულ კვირას დაიბარა. როგორც ,,ნაციონალ...
წმინდა საყდარმა რომის ახალი პაპის სახელი დააზუსტა. პაპს ფრანცისკო ერქმევა და არა ფრანსისკო I, როგორც ამის შესახებ მისი არჩევის შემდეგ ითქვა და დაიწერა. ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფედერიკო ლომბარდიმ განმარტა, რომ კარდინალმა ჟან-ლუი ტორმანმა, რომელმაც გამოაცხადა ახალი პონტიფიკის სახელი, მას ...
დღეს, 14 მარტს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული „კლუბი 93-ე აუდიტორია" ქართველი პოეტის ტარიელ ხარხელაურის საღამოს გამართავს. ცნობილი ქართველი ლიტერატორები და საზოგადო მოღვაწეები ისაუბრებენ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებაზე, უ...
დღეს, 14 მარტს 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის აღსანიშნავად მოეწყობა თბილისში გამოცემული ჩერქეზული თემატიკის წიგნების გამოფენა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება „ჩერქეზული გზამკვლევის" პრეზენტაცია. სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე...
დღეს, 14 მარტს, ცნობილ პიანისტს საქართველოს სახალხო არტისტს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორს და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგეს გიზი ამირეჯიბს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანეთეონში დაკრძალავენ. გიზი ამირეჯიბთან გამოსთხოვარი ცერემონილი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართება. გიზი ამირეჯი...
დღეს, 14 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, USAID-ის პროექტის Good Governence of Georgia მხარდაჭერით, გამართავს შეხვედრა-დისკუსიას სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებულ პირებთან.შეხვედრაზე განხილული იქნება სააგენტოს მიერ დანერგ...
დღეს, 14 მარტს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის საქმესთან დაკავშირებით, წინასასამართლო სხდომა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ცეზარ ჩოჩელს გირაო 200 000-ლარი შეუფარდა და პატიმრობიდან გაათვისუფლა. გამოძიება ყოფილ რწმუნებულს სამეწარმ...
14-15 მარტს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროგრამის ,,ქალები ერთიანდებიან კონფლიქტებს მიღმა" ფარგლებში ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარი თემა ქალთა გაძლიერება და ამ საკითხში მთავრობების როლის გაზრდაა.გენდერული თანასწორობის თემასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭომ 2000 წელს შეიმუშავა რეზოლუც...
დღეს, 14 მარტს, 10 საათიდან 16 საათამდე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 15 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ...
დღეს, 14 მარტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, სამუშაო შეხვედრებს ფოთში მართავს, სადაც გაეცნობა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ფინანსთა სამინისტროს სამსახურების მუშაობას, შეხვდება ადგილობრივ ხელისუფლებას.ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად შეხვედრებშ...