უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიის შენონის აეროპორტში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს, ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ამის შესახებ Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეხვედრა ორშაბათს, 21 სექტემბერს, გაიმართა. მეორე წყაროს ინფორმაციით კი, ზელენსკიმ და რეტკლიფმა თვითმფრინავების საწვავით შევსების დროს ისაუბრეს, თუმცა მან შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.
ორივე წყარომ ინფორმაცია ანონიმურად გაავრცელა, რადგან საქმე სენსიტიურ საკითხებს ეხება. მათ ზელენსკისა და რეტკლიფის საუბრის შინაარსზე არ უსაუბრიათ.