აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 184 თემის სამედიცინო პუნქტს დიაგნოსტიკური საშუალებები (გლუკომეტრის ტესტ-ჩხირები) და გლუკომეტრის აპარატები გადაეცა.
„სოფლის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების" პროგრამა თემის სამედიცინო პუნქტების პირველადი მოხმარების მედიკამენტებით და მედდების ხელფასით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიწოდება.