იუსტიციის მინისტრი და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი პარასკევს მთავარი პროკურატურიდან პასუხს ელოდება.
თეა წულუკიანი სხდომაზე ყველა იმ შესაძლო საარჩევნო დარღვევით დაინტერესდება, რომლებსაც საგამოძიებო უწყებაში სწავლობენ.
საქმე ეხება ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლისა და კანდიდატურების მოხსნის ფაქტებს. უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელი კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსით უნდა იხელმძღვანელოს და მონაწილე სუბიექტებისთვის კონკურენციის თანაბარი პირობები შექმნას.
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი ცესკოს სთხოვს, შეიცვალოს ნორმა, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები