უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის უკრაინაში პირველი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა პოლიტიკის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში შეთანხმებებს მიაღწიეს.
„ვიზიტი, რომელიც აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგებს. უკვე მივაღწიეთ შეთანხმებებს პოლიტიკის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. მადლობა!“ - დაწერა ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მადიარის ვიზიტი უჟჰოროდში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნის პატივის მიგებით დაიწყო.
„ვაფასებთ ამ პატივისცემას ჩვენი ხალხის მიმართ, რომლებმაც უკრაინის დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად დიდ ფასს იხდის თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებისა და მეზობელი სახელმწიფოებისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების დაცვისთვის.