აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისათვის გაიმართა კონფერენცია - ''იყავი თანამედროვე - აირჩიე ჯანმრთელობა''.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ასევე გამოეხმაურა მსოფლიო დღეს ,,თამბაქოს გარეშე", რომელიც ყოველი წლის 31 მაისს აღინიშნება. კონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე. კონფერენცია მიზნად ისახავდა შეახსენოს მოზარდებს, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობაზე და დაარწმუნოს ისინი, რომ მათი პრევენცია შესაძლებელია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:
• ,,ალკოჰოლიზმი"
• ,,თამბაქო და მისი მავნებლობა"
• ,,არა ნარკოტიკს"
• ,,საბედისწერო ნაბიჯი''
• ,,ცხოვრების ჯანცაღი წესი - გაკაჟება".
კონფერენციის ფარგლებში, პრეზენტაციები წარმოადგინეს: ბათუმის №2, N5, №16, N18 საჯარო სკოლების და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IX - X კლასის მოსწავლეებმა.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები.
კონფერენცია ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ბათუმი განათლების რესურსცენტრის მხარდაჭერით