11:00 _ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაარიგებენ პლაკატებსა და ფლაერებს, რომლითაც მოუწოდებენ საჯარო მოხელეებს გაასაჯაროონ თავიანთი საბიუჯეტო შემოსავ...
რუმინეთის პრემიერ - მინისტრმა ემილ ბოკმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა კვლავ შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტებით. ამის შესახებ რუმინეთის პრემიერმა გაეროს 65-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. "მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონებში არ...
ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. ესტონეთის პრეზიდენტმა რუსეთის მისამართით განაცხადა, რომ ნდობა, რომელიც გაეროს მიმართ მის წევრ სახელმწიფოებს აქვთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხში, ყველა წევრ-ქვეყანას აკისრებს პასუხსიმგებლობას, თავი შეიკავონ მუქარისა და ძალის გამოყე...
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი დაესწრება ხვალ, 28 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა გაიმართება. საბჭოს სხდომაში პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური მიიღებს მონაწილეობას. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის დ...
ხვალ, 28 სექტემბერს, ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციაზე საზოგადოება გაეცნობა ფონდ "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს საჯარ...
ხვალ, 28 სექტემბერს, თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ივენთ-ჰოლში" ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორებმა თბილისის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. თბილისის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორის, ეკა მაზმიშვილის განცხადებით, ფეს...
ხვალ, 28 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კი ჩვილთა მე-13 ნათლობა გაიმართება. წმინდა იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამებთან ერთად საქართველოში მე-6 სა...
თურქეთში საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტი დაიწყო. 28 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ქალაქ ანკარაში შეხვდება თურქეთის სახელმწიფო მინისტრ ჰაიათ იაზიჯის (იგი კურირებს საბაჟო საკითხებს) და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრს ბინალი ილდირიმის. შეხვედრებზე განიხილება საქართ...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი საღამო "27 სექტემბერი" გაიმართა და ომის თემაზე შექმნილი ფოტოგამოფენა მოეწყო. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო...
ფრანკფურტის მუსიკის აკადემიის დოცენტი, კლასიკოსი გიტარისტი ტარიელ სუარი 19 ოქტომბერს, თბილისში სოლოკონცერტს გამართავს. კონცერტი თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 17:00 საათზე დაიწყება. ტარიელ სუარი ქართველი მსმენელის წინაშე არგენტინელი კომპოზიტორის ასტორ პიაცოლას თანამედროვე ტანგოს ნაწა...
ვისოლმა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისათვის ფონდი ‘იავნანას" საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 30 000 ლარი გაიღო. ამას გარდა, ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე ვისოლის თანამშრომლებიც შეწირავენ ყოველთვიურად თანხას სამონასტრო კომპლექსის შესაქმნელად. ‘საზოგადოებაზე ზრუ...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყუის, როდესაც აფხაზ და ოს ხალხს ელაპარაკება. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "სააკაშვილი ტყუის, როცა ელაპარაკება აფხაზ და ოს ხალხს. აფხაზებსაც და ო...
დღეს, 27 სექტემბერს ქართულმა მხარემ ესპანეთის სასამართლოსგან მიიღო თანხმობის წერილი, ზაქარია კალაშოვის ექსტრადიციასთან დაკავშირებით. ესპანეთიდან გამოგზავნილ დასკვნაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კალაშოვის დაპატიმრების შესახებ ჩაითვალა სტანდარტები აკმაყოფილებს ექსტრადიციის სტანდარტებს ...
ხვალ, 28 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ისინი საზოგადოებას წარმოუდგენენ იმ პრობლემებს, რომლებიც მათი განმარტებით ინფორმაციების თავისუფლების საკითხებშია. როგორც საია იუწყება, 2010 წელს ამ საკითხებში წინსვლა არ ყოფილა. 11:00 საათზე, აქც...
ვენესუელაში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ქვეყნის პრეზიდენტის უგო ჩავესის სოციალისტური პარტია პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. სოციალისტებმა 90 მანდატი მოიპოვეს, ხოლო ოპოზიციამ 59 მანდატის მოპოვება შეძლო. ამის შესახებ განცხადება ვენესუელის ცენტრალური...