საქართველო ნატოსთან ურთიერთობის 2011 წლის ეროვნულ პროგრამას ხვალ წარადგენს.
ამ მიზნით საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში უკვე გაემგზავრა.
სამოქმედო პროგრამა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს სხდომაზე დამტკიცდება.
წლიური ეროვნული პროგრამა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ მიიღო. მანამდე, ის იანვარში ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
დოკუმენტი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სამართლებრივ, განათლებისა და სხვა სფეროებში რეფორმების გატარებას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები