უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ კანონებს ხელი მოაწერა.
კანონები 31 ოქტომბრიდან 90 დღით გახანგრძლივდება. მანამდე, კანონებს მხარი უკრაინის უმაღლესმა რადამ დაუჭირა.