ფოთის თეატრში დანიელა ჯანჯიჩის სპექტაკლის დადგმა მიმდინარეობს.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დანიელა ჯანჯიჩის პიესაზე "ყვითელი დღეები" მუშაობენ. სპექტაკლის დადგმას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი დავით მღებრიშვილი ახორციელებს.
სპექტაკლი მოგვითხრობს ომის ფონზე განვითარებული სიყვარულის ისტორიას. მასში სამი ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობს: მარიკა ბუკია, გია სურმავა და ჯანო იზორია. სპექტაკლის მხატვრობა ეკუთვნის თამუნა ოხიკიანს.
პრემიერა 2011 წლის 15 მარტს შედგება.