საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 15 თებერვალ სომხეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სომხური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები სასაზღვრო ზონაში საბაჟო დეკლარაციების გაფორმების საკითხებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს სომხეთს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა.