პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ საააკაშვილის ყოვეწლიური გამოსვლის ფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს დავით ბაქრაძესთან გაგრძელდება.
საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები საკანონმდებლო ორგანოს სპიკერთან 14:00 საათზე შეიკრიბებიან და ძირითადად გამოსვლის ფორმატზე იმსჯელბენ. კერძოდ, დააზუსტებენ რამდენი დრო დაეთმობათ დამოუკიდებელ დეპუტატებსა, ვიცე-სპიკერებსა და უმრავლესობასა და უმცირესობას დებატების დროს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ხვალ, 11 თებერვალს ეწვევა და დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, რის შემდეგაც დაგეგმილია შეხვედრის გაგრძელება დებატების ფორმატში. გამოსვლის საშუალება მიეცემათYდამოუკიდებელ დეპუტატებსაც.