საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი ერთმანეთს თებერვალში შეხვდებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ზურაბიშვილის პარტია "საქართველოს გზის" პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა მოსკოვში გაიმართება.
შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს ირანთან ურთიერთობის ჯგუფის ფარგლებშია დაგეგმილი და ის ირანის თემატიკას შეეხება.
"საქართველოს გზის" პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე საუბარი საქართველოს თემაზე არ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე თვის წინ "ტაიმ-აუტი" აიღო. ამჟამად ის გაეროში ექსპერტთა ჯგუფში ირანის საკითხებზე მუშაობს.