ქრისტიან-დემოკრატები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ხვდებიან.
შეხვედრა პარლამენტში უკვე დაიწყო.
როგორც ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანია პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის წინ კონსულტაციების მიღება, ყველა სფეროს წარმომადგენლებთან, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სფეროს ექსპერტებთან.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შეხვედრა მათ გუშინ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთანაც გამართეს.
აღსანიშნავია, რომ ქრისტიან-დემოკრატები პორეზიდენტის გამოსვლისას ყურადღებას ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე გაამახვილებენ. ასევე, დაინტერესდებიან საგარეო და ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებით.