რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ოქმის შესაბამისად, რომელთა მიხედვითაც ორი აფხაზური - "ნაგვალოუსა" და "წებელდის" პოლიგონით რუსები და აფხაზები ერთობლივად ისარგებლებენ, შედგენილი იქნება წვრთნების ჩატარების გრაფიკი, დაინიშნებიან აფხაზური და რუსული მხრიდან სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელები....
ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელს ქრთამს შესთავაზებს, სამართლადამცველებთან მოუწევს ურთიერთობა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა. "რაც შეეხება ისრა...
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, სამთავრობო დებატების ფორმატმა გაამართლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქრაძემ პარლამენტში სამთავრობო დებატების შესვენების დროს განუცხადა. "ჯერჯერობით ეს დებატების მხოლოდ დასაწყისია და მთავარი პოლიტიკური დებატები 25 მარტს გაიმართება. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დ...
"ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატის მაგდა ანიკაშვილის შეფასებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოლიტიკას სამედიცინო სექტორში სამუშაო ადგილები შეეწირა. ამის შესახებ ანიკაშვილმა პარლამენტის სამთავრობო კვირეულის ფარგებში ეკონომიკის მინისტრთან გამართულ დებატებზე აღნიშნა და დასძინა, რომ...
საქართველოში იმპორტირებული სოკო ადგილობრივმა წარმოებამ ჩაანაცვლა. როგორც დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული სოკოს საწარმო კერძო მფლობელობაში გადავიდა, და წარმოების განახლების შემდგომ ...
თურქთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში თურქეთი მონაწილეობას არასდროს მიიღებს. "თურქეთი იარაღს არასდროს მიმართავს ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ",_თურქეთის პრემიერ-მინისტრის ამ სიტყვებს "როიტერი"ციტირებს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ გამონაკლისის...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კარლ ლამერსს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას, კარლ ლამერსმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და დადებითად შეაფასა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ჩრ...
ამ გამოსვლაში მოგახსენებთ ზოგადად ეკონომიკურ ვითარებაზე; ფისკალურ პოლიტიკაზე და განვითარების შემდგომ მიმართულებებზე. ასევე თქვენს ყურადღებას განსაკუთრებით გავამახვილებ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფისკალური დეფიციტი, სახელმწიფო ვალი და საგადასახადო საკითხები - ეს სწორედ ის თემებია, რომლებიც დღეს საზოგადოების ყურადღების ცენ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ ნატო და საქართველო ყოველთვის პანტიორებად დარჩებიან. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, კარლ ლამერსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადა. &qu...
"ქრისტიან-დემოკრატები" ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილისგან მოითხოვენ ახსნას იმასთან დაკავშირებით, ვაუჩერების დარიგება ხომ არ უკავშირდება ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენების საქართველოში განმეორების საფრთხეს. "2010 წელს ბიუჯეტის განხილვის დროს ვდაობდით იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდებოდა აქტიური აგრარული...
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, კარლ ლამერსის შეფასებით, ავტორიტარული რეჟიმების ქმედებების დაცვა არ უნდა მოხდეს. ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, კარლ ლამერსიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხად...
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მთავრობში თვითკრიტიკულობის არარსებობაზე საუბრობს. როგორც ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილთან სამთავრობო დებატების დროს თარგამაძემ აღნიშნა, იგი პრემიერისგან და ფინანსთა მინისტრისგანაც თვითკრიტიკულ დამოკიდებულებას ელოდა, რადგან ცხოვრების დონე ქვე...
იაპონიის საფეხბურთო ჩემპიონატი "J-ლიგა" 23 აპრილს განახლდება. ჩემპიონატი 11 მარტს მომხდარი მიწისძრისა და ცუნამის შემდეგ შეწყდა. "J-ლიგის" კლუბებმა "კაშიმა ანტლერსმა", "ვეგალტა სენდაიმ" და "მიტო ჰოლიჰოკმა" დამანგრეველი სტიქიების შემდეგ დიდი ზარალი ...
ლიბიაში კოალიციას (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, იტალია და კანადა) ესპანეთიც შეუერთდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ესპანეთის პარლამენტის დღევანდელ კენჭისყრაზე იქნა მიღებული. სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას მხარი პარლამენტის 336-მა წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგი სამი დეპუტატი იყო. ესპანეთის თავდაცვის სამინი...
ნატო რუსეთისგან 2008 წელის აგვისტოში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დებულების შესრულებას მოითხოვს. ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, კარლ ლამერსიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. &quo...