სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და ნათლულებს დარიგებით მიმართა.
"პატრიარქის ნათლულობა დიდი პასუხისმგებლობაა, ნათლულმა უნდა დაიცვას მცნებები, აკეთოს სიკეთე, არ უპასუხოს ბოროტებას ბოროტებით, მოერიდოს მრუშობას და ლოთობას, უყვარდეს საქართველო, იკითხოს ისტორიული და ფილოსოფიური წიგნები, რაც მას ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში დაეხმარება. ასევე, გაეცნოს ადათ-წესებს, იცოდეს საკუთარი ფესვები და ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა; არ გაიტაცოს უცხო ქვეყნის ფსევდოკულტურამ, მაგრამ არც ვიწრო ჩარჩოებში ჩაიკეტოს; ნუ იქნება ზედმეტად ლიბერალი ან უხეში ფანატიკოსი, არც კატეგორიულად მოაზროვნე, არამედ აირჩიოს ოქროს შუალედი; შექმნას ქრისტიანული ოჯახი და იყოლიოს იმდენი შვილი, რამდენსაც უფალის მისცემს და ხშირად იაროს ეკლესიაში. შენს თავს, შენს მშობლებს, და-ძმებს, შენს ოჯახს ვაბარებ მაცხოვარს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას. მე ვლოცულობ შენთვის, შენ ილოცე ჩემთვის და მე შეგეწევი ორთავ სოფელსა შინა", - ბრძანებს ილია მეორე.
უწმინდესის ნათლულებისადმი დარიგების ტექსტი არქიდიაკონმა დემეტრემ წაიკითხა.