ხვალ, 20 იანვარს, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ენე ერგმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს, რის შემდეგაც მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურს შეხვდება.
ხვალვე ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები სახელმწიფო მუზეუმის საგანძურსა და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დათვალიერებენ.
21 იანვარი კი დელეგაცია ქალაქ სიღნაღში გაემგზავრება, სადაც შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავენ.
ესტონეთის დელეგაცია საქართველოს 22 იანვარს დატოვებს.
ესტონეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ესტონეთის რიიგიკოგუს (პარლამენტის) თავმჯდომარე ენე ერგმა, მისი მოადგილე იური რატასი, ესტონეთის პარლამენტის წევრები მარკო პომერანტსი, მარეტ მარიპუუ, იაან ოუნაპუუ, ასევე ესტონეთის პარლამენტის კანცელარიის დირექტორი ჰეიკი სიბული და კანცელარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსი რეინ ოიდეკივი.