რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი არ აპირებს რუსეთის და საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის წინააღმდეგობის შექმნას, რომელსაც ურთიერთობა თავად სურთ და თბილისთან ურთიერთობების გარღმავებაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს გარდა იმ პოზიციისა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უჭირავს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ეს ჩვენზე რომ იყო დამოკიდებული, არავითარი წინააღმდეგობა მრავალი მიმართულებით ურთიერთობების განვითარებაში არ არსებობს', _ აცხადებს სერგეი ლავროვი.
მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც მოსკოვსა და თბილისს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები, თანამშრომლობენ რუსული და ქართული ენერგეტიკული კომპანიები, ფართოვდება ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის. "პრინციპში ჩვენ არ გვინდა უსარგებლო წინააღმდეგობების შექმნა იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ურთიერთობდნენ", _ აღნიშნა ლავროვმა.
"ვაჭრობაში შეიძლება უფრო აქტიურად დავკავდეთ პარტნიორების ძებნით, იმისათვის რათა ქართული პროდუქცია რუსეთში გაიყიდოს, რუსული კი საქართველოში. არაფერი შეუძლებელი არ არსებობს", _ აცხადებს სერგეი ლავროვი და იქვე აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა რუსეთს აშფოთებს ის, რომ "საქართველოში რუსეთის მტრად გამოცხადების ხაზი გრძელდება. გრძელდება ასე აღზრდა ქართველებისა და ამ შუღლის თესლის ჩაგდება მრავალი წლით ადრე. როდესაც მიხეილ ნიკოლოზის ძემ განაცხადა, რომ გერგიევსკის ტრაქტატი რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაცია იყო, მე თავიდან გამეცინა, შემდეგ კი მივხვდი, რომ ალბათ სწორედ ამას ასწავლიან ბავშვებს ქართულ სკოლაში", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
"საქართველოს რუსეთის მფარველობა ჰპოვა იცავდა რა თავს მეზობლებისგან მეორე მხრიდან და როდესაც ეს ისტორია, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაც საღდება ეს საშინელებაა. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ მეორე მსოფლიო ომის დროს. იმედი მაქვს ქართველი ხალხი თავისი ძირეული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს და არ წამოეგება ჩვენს შორის შუღლის დათესვის მცდელობებს", _ აცხადებს სერგეი ლავროვი.