ამერიკულმა პროფესიონალურმა ჟურნალმა Wine Enthusiast Magazin-მა, რომელიც 700-ათასიანი ტირაჟით გამოიცემა და 300 ათასზე მეტი მკითხველი ჰყავს, შედაგინა 2012 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურების ათეული, სადაც ღვინის დაგემოვნება არის შესაძლებელი. საიში შევიდა ახალი ზელანდიის, ცენტრალური ოტაგოს რეგიონები, შამპანი საფრანგეთში, კოლჩაგუა ჩილეში, მოზელის ველი გერმანიაში, ნაპას ველი, სანტა ბარბარა და ვირჯინია აშშ-ში, ტოკაის მთისძირი უნგრეთში, პრიორატ-კამბრილსი ესპანეთში და ვენეტო იტალიაში.
Wine Enthusiast ურჩევს ტურისტებს, ყურადღება მიაქციონ უნგრულ ტოკაის, სადაც არა მხოლოდ კარგი ღვინოა, არამედ სასურსათო მაღაზიების დიდი რაოდენობა, ლამაზი ბუნება და მრავალრიცხოვანი ტურისტული შემოთავაზებებია. სტატიაში აღნიშნულია, ტოკაის ღვინო ასუ "ღვინის მეფედ" დასახელდა.