ბიზნესმენი და რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მიხაილ პროხოროვი რადიოსადგურ "სერებრიანი დოჟდისათვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთს სხვანაირი საგარეო პოლიტიკა სჭირდება. კერძოდ, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა საქართველოსთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს.
"თუ ქვეყანას თანამედროვე მსოფლიოს ლიდერობა უნდა ჩვენ გონივრული კომპრომისის ენით უნდა ვილაპარაკოთ და ეს იმის მუუხედავად უნდა გავაკეთოთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს. წყენა გვერდზე უნდა გადავდოთ. თუ გამოგვივა, საქართველოსთან ურთიერთობები მალე გამოგვივა", _ აცხადებს პროხოროვი.
მისივე თქმით, "უნდა უკუვაგდოთ წარსული და ახალი თვალებით უნდა გავიხედოთ წინ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები ძალიან რთულია. უნდა დავჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ", _ აცხადებს მიხაილ პროხოროვი.