"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველო 56 ქულით აქვს და 44-ე ადგილზე მოხვდა.
2018 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს 58 ქულა ჰქონდა და 41-ე ადგილზე იმყოფებოდა. წლევანდელი მონაცემები ცხადჰყოფს, რომ საქართველომ მცირედით, სამი საფეხურით უკან დაიხია.
კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც წელს 27-ედ ქვეყნდება, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ.
2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა.
კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
2019 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიაში (87 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში (9ქულა).
რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.