საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხების მობილიზების პლატფორმაზე GoFundMe, ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებული კოალების დასახმარებლად 640 000 დოლარი შეგროვდა.
ავსტრალიაში, ქუინსლენდის შტატში ტყის მასივზე ხანძარი 9 ნოემბერს გაჩნდა, რომელიც მოგვიანებით სხვა ტერიტორიებზეც გავრცელდა.
ხანძრის ერთ-ერთი კერა გაჩნდა ტერიტორიაზე, სადაც კოალები ბინადრობენ. როგორც ვარაუდობენ სავარაუდოდ ხანძარს 350 კოალა ემსხვერპლა.
ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი მძვინვარებს კოალებისა და სხვა ცხოველების გადარჩენის შანსი დღითიდღე მცირდება.