რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ლოჯისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია ASTRA-სა და Exilenova+ -ზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, აფეთქებების შემდეგ ხანძარი Wildberries-ის სასაწყობე კომპლექსში გაჩნდა. კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ საწყობი თავდასხმის შემდეგ აალდა და ამ დროისთვის იქიდან პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს.
მონიტორინგის არხების ცნობით, ხანძრის მიზეზი შესაძლოა რუსეთის საჰაერო თავდაცვის მუშაობაც ყოფილიყო, რომელიც ქალაქის თავზე დრონების ჩამოგდებას ცდილობდა.
დრონების თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა ქალაქი ტამბოვი. გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა საჰაერო სამიზნეების მოგერიებისას ცეცხლი უშუალოდ განაშენიანებულ ტერიტორიაზე გახსნეს, რის შედეგადაც საბრძოლო მასალა სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა.
მონიტორინგის მონაცემებით, ქალაქ ვლადიმირში ამოქმედდა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. ამის ფონზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.