უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა რუსეთის ტერიტორიაზე სამ მიმართულება, ასევე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმუშავეს
„ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ქალაქებსა და სოფლებზე რუსეთის დარტყმების საპასუხოდ, იერიში განხორციელდა მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში ორ მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ობიექტზე, რომლებიც ფრონტის ხაზიდან შესაბამისად 500 კილომეტრზე მეტ და დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დააკონკრეტა, რომ დაზიანებული ობიექტები რუსეთს გამოყენებული ჰქონდა დრონების წარმოებისთვის საჭირო სანქცირებული კომპონენტებისა და სანავიგაციო აღჭურვილობის მიწოდების უზრუნველსაყოფად.
„ასევე დაზიანდა ნავთობობიექტი. გარდა ამისა, უკრაინული საშუალო მანძილის დარტყმითი საშუალებები მოქმედებდნენ აზოვის ზღვისა და შავი ზღვის აკვატორიებში, ასევე ჩვენს დროებით ოკუპირებულ ყირიმში არსებულ სამიზნეებზე“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
18 ივლისის ღამით უკრაინულმა დონებმა რუსეთის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის მოსკოვზეც იერიში განახორციელეს.
თავდასხმის შედეგად მოსკოვის მახლობლად ნავთობბაზასა და ელექტროსტალში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ კომპლექსში ხანძარი გაჩნდა. ეს კომპლექსი კომპანიის ქსელში ერთ-ერთი უმსხვილესი ობიექტია.
ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკშიც დრონების თავდასხმის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს-საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.
რუსული მედიის ცნობიით, ტამბოვის ოლქში შვიდი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა, მოსკოვის ოლქზე შეტევისას კი 26 პირია დაშავებული.