აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მეშვიდე ტალღა დაასრულეს.
ამის შესახებ CENTCOM-მა X-ზე დაწერა.
უწყების ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს სადამკვირვებლო ობიექტებზე, სამხედრო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, მიწისქვეშა იარაღის საცავებსა და საზღვაო ობიექტებზე.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა დარტყმები განახორციელეს სადამკვირვებლო ობიექტებზე, სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, მიწისქვეშა იარაღის საცავებსა და საზღვაო ობიექტებზე. ამერიკელმა სამხედროებმა გამოიყენეს გამანადგურებლები, უპილოტო საფრენი აპარატები, საბრძოლო ხომალდები და სხვა საშუალებები“, - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.