შტუტგარტმა" თავის 39 წლის მეკარე იენს ლემანს შიდასაკლუბო დისკვალიფიკაცია გაუუქმა და შემადგენლობაში დააბრუნა. ეს იმას ნიშნავს, რომ შაბათს ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ სტუმრად გასამართ შეხვედრაში ის კვლავ კარში იდგება.
მხცოვანმა მეკარემ კლუბის რისხვა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც გასულ შაბათს "კიოლნთან" შინ 0:2 მარცხის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობის გაუფრთხილებლად მიუნხენს მიაშურა და იქ ოკტობერფესტზე მოულხინა.
ამის გამო გუნდის მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა ის ოთხშაბათს "ლიუბეკთან" სათასო შეხვედრაში არ ათამაშა.
თუმცა უკვე მეორე დღესვე კლუბმა ლემანს ამნისტია გამოუცხადა.
"ის მიხვდა, რომ, როგორც სხვათათვის მისაბაძ ფიგურას, ამგვარად მოქცევა არ შეშვენოდა - ბრძანა შვაბთა მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა - ამრიგად, ინციდენტი ამოწურულია."
მასალის გამოყენების პირობები