პირველ რიგში, გიორგი გახარიას საქართველოს ღალატისთვის მოხვდა. - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში "ხალხის ძალის" წევრმა და ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"პირველ რიგში, გიორგი გახარიას საქართველოს ღალატისთვის მოხვდა. მოხვდა იმას ნიშნავს, რომ რაც დავინახეთ, მოხვდა. რომ მოხვდა, იმიტომ დაეცა, ხომ? პირველმა გახარიამ დაარტყა, რაზეც არის სისხლის სამართლის საქმე [...] სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის საქმე რომ არსებობს, ამაზე კითხვები არ გაქვთ?". - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.