ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმიანება.
"შოკირებულები ვართ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმით. საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ახალ დონეს მიაღწია. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გამოუძიონ მომხდარი და პოლიტიკური და სამოქალაქო ოპოზიციის წინააღმდეგ შემდგომი ძალადობა აღკვეთონ", - ნათქვამია განცხადებაში.
15 იანვარს, ღამით, ბათუმში, სასტუმრო "შერატონის" ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას.