ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე ეხმიანება დევიდ მაკალისტერის განცხადებას, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს "ქართული ოცნების" არც მთავრობას და არც პრეზიდენტს.
„მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიყვება ჩვენი კონგრესის დეკლარაციას “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური ლიდერია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე”, - წერს უილსონი.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს.