საქართველო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებიდან მიწვევა არ მიუღიათ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის საკოურორტო ქალაქ დავოსში 20 იანვარს დაიწყება და 24 იანვრამდე გასტანს.
ეკონომიკურ მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ღონისძიებას ონლაინ ჩაერთვება, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ბელგიის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვები.
მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია 14-16 თებერვალს არის დაგეგმილი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად, რომელიც ყოველი წლის თებერვალში თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსანსა და ლიდერს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.