. ბათუმის საკრებულომ ზონების მიხედვით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განსაზღვრა. 1 კვადრატული მეტრი მიწის ფასი ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული ზონების მიხედვით 405 ლარიდან 432 ლარამდე მერყეობს.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ლეიბორისტული პარტიის წევრმა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის 62 ლარით და 20 თეთრით განსაზღვრა გააპროტესტა.
დავით რობაქიძის განცხადებით, ამ უბანში მიწის ფასი პერიფერიულის ნაცვლად ცენტრალური ზონის მიხედვით უნდა შეფასებულიყო.