აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა საკუთარი მემეკოინის, $TRUMP-ის შექმნის შესახებ განაცხადა.
ამ დროისთვის, კრიპტოვალუტის ბაზარზე 200 მილიონი კოინია განთავსებული, რომლის რაოდენობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში, შესაძლოა, 1 მილიარდამდე გაიზარდოს.
კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ, ტრაპმა სოციალურ ქსელში დაწერა. "დროა, შემოუერთდეთ ჩემს განსაკუთრებულ საზოგადოებას".
ვაჭრობის პირველ საათში ტრამპის კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ 3 მილიარდ დოლარს შეადგინა, საათნახევრის შემდეგ კი 4,3 მილიარდ დოლარს.
ბოლო ხანებია, დონალდ ტრამპი კეთილგანწყობილია კრიპტოვალუტების მიმართ. თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ის არაერთხელ შეეხეო ამ საკითხს. ტრამპმა პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს "პლანეტის კრიპტო დედაქალაქად აქცევს" და კრიპტოვალუტების რეზერვებს შექმნის.
აღსანიშნავია, რომ წარსულში დონალდ ტრამპი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით არ იყო კეთილგანსყობილი. 2021 წელს მან მკაცრად გააკრიტიკა უმსხვილესი კრიპტოვალუტი ბიტკოინი და მას თაღლითობა უწოდა.
ტრამპის თქმით, კრიპტოვალუტა ბიტკოინს ხედავს როგორც "თაღლითობას", რომელიც გავლენას ახდენს აშშ-ის ეროვნული ვალუტის, დოლარის ღირებულებაზე.
"ბიტკოინი როგორც ჩანს თაღლითობაა. არ მომწონს ის, რადგან ეს კიდევ ერთი ვალუტაა, რომელიც დოლარს ეჯიბრება", - ამბობდა ტრამპი.