პარტია "ფედერალისტების" ლიდერები თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ვაშინგტონში, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაინაუგურაციო წვეულებას დაესწრნენ.
წვეულებას, რომელიც დონალდ ტრამპის ვაჟის დონალდ ტრამპ უმცროსის მასპინძლობით გაიმართა, ასევე ესწრებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
თამარ ჩერგოლეიშვილის ცნობით, დონალდ ტრამპ უმცროსმა ამ წვეულებაზე ექსკლუზიურად საქართველოს მეხუთე სალომე ზურაბიშვილი და "ფედერალისტები" მიიწვია.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს, ვინც აქ არის შეკრებილი, ავუხსნა, რომ რეჟიმი, რომელიც საქართველოს მართავს, არის არა მარტო რუსეთის მოკავშირე, არამედ ირანის მოკავშირე. ჩინეთის ანაცვლებს აშშ-ს. ამაზე საჯაროდ საუბრობენ და ამ ყველაფერს მოვუყვებით აქ ამ ხალხს […]
აქ არის ყველა რესპუბლიკელი სენატორი აშშ-ს, აქ არის მარკო რუბიო. არის რესპუბლიკელების წვეულება. მასპინძელი არის დონალდ ტრამპ ჯუნიორი, მაიკლ გოდფარბი — ჩვენი კარგი მეგობარი და 5-6 [ადამიანი]. დონორები ვინც არიან რესპუბლიკური პარტიის, არიან ამ წვეულების მასპინძლები. აქ კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი ქართველი სტუმარი. მე არ ვილაპარაკებ მის ნაცვლად, თავად იტყვის. აქ არის ასევე კონგრესმენი უისლონი, რომელიც მოიწვიეს იმისთვის, რომ აი ამ მნიშვნელოვან ქართველ სტუმარს გააცნოს აი ეს ყველა რესპუბლიკელი სენატორი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკურ სტაფს იცნობდე, იმიტომ, რომ რეალურად ისინი აკეთებენ საქმეს. რასაკვირველია, სენატორებთან, კონგრესმენებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის მათ სტაფთან ურთიერთობა. მოკლედ, ძალიან კარგ თავყრილობაზე ვართ", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.