ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბაზრობისა და სუპერმარკეტების ათეულობით მოვაჭრე დღეს დილიდან გაიფიცა. მოვაჭრეებმა აქცია საგადასახადო სამსახურის რეგიონული სამმართველოს შენობასთნ გამართეს. მათი თქმით გაფიცვა დაკავშირებულია საგადასახადო ცვლილებასთან, რომელიც ძალაში პირველ თებერვალს შევიდა.
"ჩვენ იმიტომ დავხურეთ მაღაზები, რომ საგადასახადო კოდექსი ხელმიუწვდომელია. გვქონდეს იმდენი გადასახადი, რამდენიც გვეკუთვნის, გავყიდოთ ხუთი ლარის და 500-ის გადავიხადოთ? ეს საქართველოს გარდა ხდება სხვაგან? ჩვენ მთავრობისგან ვითხოვთ ფიქსირებულ გადასახადს, სხვანაირად ვერ გავწვდებით"-აცხადებენ მოვაჭრეები