საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ "ჯერ საარჩევნო პროცესი არ დაწყებულა და არჩევნების გაყალბების საფუძვლები უკვე იქმნება. ეს განცხადება გია ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ ცესკოს მიერ გაკეთებული განცხადება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით არის იმის დასტური, რომ საარჩევნო პროცესი ყალბდება ვინაიდან ოფიციალურად დაახელებული ამომრჩეველთა რაოდენობა არის რეალობას მოკლებული.
შეგახსნებთ, რომ გუშინ ცესკომ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება, რომ საქართველოში რეგისტრირებულია 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველი.
ცაგარეიშვილის თქმით, ეს მონაცემი არის ყველანაირ რეალობას მოკლებული და აცხადებს, რომ "ამომრჩეველთა სიების გაყალბება და გაბერვა ქმნის არჩევნების გაყალბების წინაპირობას რაც შემდეგ გახდა აქციების საფუძველი და გამორიცული არ არის ამან რევოლუციამდეც კი მიგვიყვანოს როგორც ეს 2003 წელს მოხდა", _ აცხადენს ცაგარეიშვილი.
აღსანიაშნავია, რომ მან წარმოადგინა ამომრჩეველთა სტატისტიკა რომელიც 2004 წლის შემდეგ დღემდე მუდმივად იზრდება და ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ფაქტზე პოლიტიკურმა ძალებმა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ.
გარდა ამისა ცაგარეიშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ცესკოსთვის მონაცემები უნდა წარედგინა ყველა სახელმწიფო უწყებას და ამ მონაცემთა შეჯერებით უნდა გამოექვეყნებინა ცესკოს ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა, მაგრამ ცაგარეიშვილის თქმით, ცესკომ გააკეთა განცხადება რომლის თანახმად მონაცემები წარდგენილი აქვს მხოლოდ იუსტიციის სამინისროს, ყველა დამნარჩენმა უწყებამ კი კანონი დაარღვია. სწორედ ამიტომაც ცაგარეიშვილი ცესკოს თავმჯდომარეს მოუწოდებს აღნიშნულთან დაკავშირებით საჯაროდ გააკეთოს განცხადება და დასვას სამინისტროებისა და თვითმმართველობების პასუხისმგებლობის საკითხი.