სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა და არაერთი დაშავდა ჩრდილოეთ ნიგერიაში ბენზინმზიდი სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად. აცხადებს ნიგერიის ფედერალური საგზაო უსაფრთხოების სამსახური.
უწყების ცნობით, ბენზინმზიდი სატვირთო მანქანა ამოტრიალდა და აფეთქდა.
საგზაო უსაფრთხოების სამსახურის სექტორის მეთაურის განცხადებით, ბენზინმზიდის ამოტრიალების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა სასწრაფოდ მივიდა სატვირთო მანქანასთან, რათა სხვადასხვა ჭურჭლით აეღოთ ბენზინი, რომელიც იღვრებოდა.
"აურაცხელი ხალხი შეიკრიბა სატვირთოსთან საწვავის მოსაპოვებლად, მიუხედავად მათი შეჩერების მცდელობისა", - ნათქვამია მეთაურის განცხადებაში.
"მოულოდნელად, სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მოედო კიდევ ერთ ტანკერს, რომელიც ცეცხლმა შთანთქა. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილიდან 60 ცხედარია ამოღებული".
როგორც იუწყებიან, მეხანძრეებმა უკვე მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა.
ბოლო თვეებში, ნიგერიაში ბენზინის ფასი 5-ჯერ გაიზარდა.
ფოტო: არქივი