გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში, ალაზნის სარწყავ არხში მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს გურჯაანის სამმართველოში განუცხადეს, გვამი გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული. საქმეს შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.