თურქეთში გემის ჩაძირვისას დაღუპული ქართველი მეზღვაურის, დავით ჭიჭილეიშვილის ცხედარი ზღვამ კრასნოდარის მხარის ქალაქ გელენჯიკში გამორიყა.
ქალაქი ჩაძირვის ადგილიდან დაახლოებით 700 კილომეტრითაა დაშორებული. გარდაცვლილის ვინაობის დადგენა ტელეფონის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.
მობილური ტელეფონი გარდაცვლილის ტანსაცმელში ნახეს. უკრაინელმა ექსპერტებმა სიმბარათის საშუალებით ერთ-ერთ ახლობელთან დაკავშირება მოახერხეს. გარდაცვლილს სამაშველო და მეზღვაურის ჰიდროჟილეტები ეცვა.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. თურქული კომპანია გადმოსვენების ხარჯებს თავის თავზე არ იღებს. ოჯახი მის გადმოსასვენებლად დახმარებას ითხოვს. გემმა კატასტროფა სტამბულთან ახლოს 13 დეკემბერს განიცადა.