დღეს, 26 იანვარს, ბათუში ხილის გადამამუშავებელი საწარმო "ციტროს" ახალი საწარმოო ხაზი გაიხსნა. "ციტრო" 2001 წლიდან ფერმერებიდან ციტრუსს იბარებს და ციტრუსის წვენებს აწარმოებს.
საწარმო ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში, 100 ათას აშშ დოლარით დაფინანსთა. შპს `ციტროს~ მიზანია აგრობიზნესის განვითარების პროექთან თანამშრომლობით,საწარმოს გაფართოვება, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა და წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და მოცულობის გაზრდა. ქარხანა აწარმოებს ოთხი სახეობის ნატურალური ხილისაგან დამზადებულ წვენს (ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, ყურძენი) 2008-2009 წლის სეზონზე საწარმოს მიერ მიღებული და გადამუშავებულია 60 ტონაზე მეტი მანდარინის არასტანდარტული ნაყოფი. უახლოეს დღეებში იწყება ფორთოხლის მიღება, საიდანაც გამოშვებული იქნება 0,75 ლიტრიან ბოთლებში დაფასოებული ნატურალური წვენი.
საწარმოს საქმიანობით დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაინტერესდა.საწარმოში ამ დროისათვის 18 ადამიანია დასაქმებული სამომავლოდ მათი რიცხვი 35-მდე გაიზრედება.