ფილიპინებში ქართველი მეზღვაურების დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსი გაემგზავრება.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრეს სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
მანჯგალაძის თქმით, ფილიპინებზე დაკავებული მეზღვაურების საკითხი საქართველოს პრეზიდენტს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.
მანჯგალაძის თქმით, მეზღვაურებს მოეხსნათ მძიმე ბრალდება, რომელიც იარაღის კონტრაბანდას და არალეგალურ ტრანსპორტირებას შეეხება.
ბრალდებების მოხსნის მიუხედავად 13 საქართველოს მოქალაქე საემიგრაციო ბიუროში რჩება და ისინი სავიზო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით გასამართლდებიან.
შეგახსენებთ, რომ ფილიპინებზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი17 აგვისტოს დააკავეს. ეკიპაჟის 13 წევრი საქართველოს მოქალაქეა.