"კონსერვატიული პარტიის" ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, საქართველო აგვისტოს ომის შედეგების აღმოფხვრას უნდა ცდილობდეს და არა მის გაღვივებას.
"საქართველოს ყველა მეზობელთან: სომხეთთანაც, თურქეთთანაც, აზერბაიაჯანთანაც და რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას ჩართული ვიყოთ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოსთან ომში. ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა იყო ძალიან დიდი ტრაგედია, და ჩვენ მისი შედეგების აღმოფხვრას და არა გამწვავებას უნდა ვცდილობდეთ", - განუცხადა კუკავამ ჟურნალისტებს.