"კრემლის მრისხანე ტონი ყოფილი მეგობრული რესპუბლიკების მიმართ ვარშავას ნდობას არ აღუძრავს: პოლონეთი აშშ-გან "Patriot"-ის ტიპის რაკეტებს ყიდულობს, კრემლი პასუხად ბალტიკაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს". _ წერს "Suddeutsche Zeitung"-ი.
"ვერც ერთი მეზობელი სახელწიფოში ვერ შეიტან ეჭვის, რომ მათ რუსეთის მიმართ არამედობრული განზრახვები აქვთ. რუსეთსა და ვარშავას შორის ხანმოკლე რეპლიკების ურთიერთგაცვლამ მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ისინი ერთმანეთზე, ისევე როგორც ადრე, ძალიან ნერვულად რეაგირებენ, ხოლო ვარშავა კი ამ მიმართულებით მარტო სულაც არ არის",_ წერს "Deutsche Welle".
გერმანული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც რუსეთმა წელიწადნახევრის წინ საქართველოთან ურთიერთობების გარკვევა ძალის მეშვეობით სცადა, მას შემდეგ რაც თბილისმა საკმაოდ მოუხერხებლად სცადა თავის ყოფილ პროვინციაზე კონტროლის აღდგენა, აღმოსავლეთ ბლოკის ყველა ყოფილი სახელმწიფოს უნდობლობა გაიზარდა. ეს ფაქტია, და ნატო პარტნიორებმა ამას ანგარიში უნდა გაუწიონ: მოსკოვის იმპერიული მიდრეკილებები შიშს თესავენ ბალტიკიდან შავ ზღვამდე.