ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი 16 იანვარს დილით უკრაინაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. იუწყება The Guardian
ბრიტანეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ბრიტანეთი და უკრაინა ხელს მოაწერენ საეტაპო 100-წლიან პარტნიორობის შეთანხმებას უსაფრთხოების კავშირების გაღრმავებისა და მომავალი თაობებისთვის პარტნიორობის გასაძლიერებლად.
შეთანხმება, კერძოდ, გააძლიერებს სამხედრო თანამშრომლობას საზღვაო უსაფრთხოების სფეროში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უკრაინას აქვს მაღალკვალიფიციური სამხედრო და აყვავებული ტექნოლოგიური სექტორი, რომელიც სწრაფად ავითარებს და განათავსებს უახლესი საბრძოლო მზა აღჭურვილობას, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინასთან უსაფრთხოების პარტნიორობა დიდ ბრიტანეთს გააძლიერებს.
სტარმერი ასევე გამოაცხადებს გაერთიანებული სამეფოს ახალ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რომელივ მოიცავს სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა განიცადა კოლოსალური სტრატეგიული მარცხი, როდესაც შეეხადა უკრაინისთვის უახლოეს პარტნიორები ჩამოეშორებინა.
„ამის ნაცვლად, ჩვენ უფრო დავახლოვდით, ვიდრე ოდესმე და ეს პარტნიორობა ჩვენს მეგობრობას შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს.
საუბარია არა მხოლოდ აქ და ახლა, არამედ მომავალ ასწლეულში ჩვენს ორ ქვეყანაში ინვესტიციებზე, ტექნოლოგიური განვითარების, სამეცნიერო მიღწევებისა და კულტურული გაცვლების გაერთიანებაზე. ასევე უკრაინის მიერ ბოლო წლებში ნაჩვენები ფენომენალური ინოვაციების გამოყენებაზე მომავალი თაობებისთვის." - განაცხადა სტარმერმა.