„რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით, აბუ-დაბიში 16 იანვარს, თითქმის სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, - რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ.
პარალელურად, პოლიციიდან უშვებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას; წყაროს ცნობით, ყველა მათგანი 14 იანვრის შემდეგ პოლიციაში იმყოფებოდა.
წყაროს ცნობითვე, ყველა მათგანი გამოშვებულია სასამართლო სხდომამდე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება.
მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.