თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის მათე დევიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ისევ პატიმრობაში დატოვეს.
მათე დევიძეს წინასწარი პატიმრობის გადასინჯვაზე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას",- განაცხადა დევიძემ.
დევიძე ნოემბერში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მუხლი შეუცვალეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.