საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ. ინფორმაციას და ფოტომასალას პარტია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო.