აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.
წერილში უილსონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტზეც
„ივანიშვილის მარიონეტი პრემიერ-მინისტრი ეწვია ირანის რეჟიმს სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი გეგმავდნენ არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას და გადასცეს კორუმპირებული კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე. ოქტომბრის ბოლოს, საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელსაც მოჰყვა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნების" შოკისმომგვრელი და თაღლითური გამარჯვება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.
მრავალმა დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა მიიჩნია, რომ არჩევნები ძირეულად ხარვეზიანი იყო. მიუხედავად ამისა, კორუმპირებულმა ივანიშვილმა გამოიყვანა თავისი არალეგიტიმური პარლამენტი და დანიშნა არალეგიტიმური პრეზიდენტი. მიუხედავად მასიური დემონსტრაციებისა, მან მიიღო დრაკონული კანონები, რომლებიც პროტესტისა და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზებას ახდენენ, სცემენ და საწოლიდან იყვანენ მოქალაქეებს ციხეში ჩაგდებამდე", - წერს უილსონი.
ამასთამ, უილსონი აღნიშნავს, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით უნდა იდგას, რადგან ის საკუთარ თავისუფლებას იცავს.
"მიუხედავად ამისა, მამაცი ქართველი ხალხი პროტესტს აგრძელებს. სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მადლობელი ვარ, რომ ჩემს ორპარტიულ და ორპალატიან კოლეგებთან ერთად ქართველი ხალხის და პრეზიდენტ ზურაბიშვილის გვერდით ვდგავარ. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, გვერდში დაუდგნენ ქართველებს, რადგან ისინი საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან", - ნათქვამია წერილში.