ჯონდი ბაღათურია პენსიონერებს 23 იანვარს ჭადრაკის სასახლეში იწვევს, სადაც სახალხო ბანკის წინააღმდეგ საპროტესტო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ გააკეთა. იგი კვლავ აყენებს სახალხო ბანკისთვის იმ ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხს, რომელიც პენსიების დარიგებას ეხება და მოითხოვს, ბანკმა პენსიონერებს დაუბრუნოს ის თანხა, რაც მათ პენსიის წინასწარ გაცემისთვის ჩამოაჭრა.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, ბანკი პენსიონერებს ამ მომსახურებისთვის 36 პროცენტს აჭრის, რაც მისი თქმით, "კაბალური პირობაა". პენსიონერებს არჩევნის საშუალება არ აქვთ, რადგან პენსიების დარიგების საკითხი ამ ბანკს აქვს ხელში ჩაგდებული.
ბაღათურია ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გაწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება ბანკთან და პარალმენტს სთხოვს, მოაგვაროს ის საკითხი, რაც პენსიონერებისთვის ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.