რუსეთის დელეგაცია ჟენევაში წინასწარ გაწერილი თემებით ჩადის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრი სერგეი ლავროვი შვეიცარიაში განსახილველ საკითხებს პრესასთან ახმოვანებს.
სერგეი ლავროვმა განმარტავას, რომ 28 იანვარს ჟენევაში გაგზავნილი დელეგაცია აქცენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე გააკეთებს.
შეგახსნებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო აცხადებს, რომ 28 იანვარს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ, მეცხრე რაუნდზე, მოსკოვი კვლად დაჟინებით მოითხოვს დაუყოვნებლივ გაფორმდეს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება - პაქტი საქართველო-აფხაზეთსა და საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის თავდაუსხმელობის შესახებ.
"დისკუსიები ორგანიზებული იქნება ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში _ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემატიკის საკითხზე, რომელიც თავის თავში მოიცავს დევნილებისა და გადაადგილებული პირების საკითხებსაც. პირველ ჯგუფში, რუსული მხარე აპირებს აქცენტი კვლავ გააკეთოს თავდაუსხმელობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაფორმებაზე, რომელიც ერთი მხრივ საქართველოსა და აფხაზეთს, მეორეს მხრივ კი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა გაფორმდეს. თბილისიდან სამხედრო რიტორიკის გაგრძელებისა და ნებისმიერ ფასად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოწოდებების გაგრძელების ფონზე, ასევე საქართველოს მიერ სამხედრო შეიარაღების აღდგენის ფონსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან მიმდინარე მანევრების ფონზე სოხუმისა და ცხინვალისათვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიცემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხასიათს იძენს", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ პარალელურად ასევე დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს საქართველოს რემილიტარიზაციისა და მისი თავდასხმითი სამხედრო პოტენციალის აღდგენის საკითხი.