შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 იანვარს ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართვით გამოემშვიდობა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, სურს, გააფრთხილოს ამერიკის მოსახლეობა ოლიგარქიის განვითარების შესახებ და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ზედმეტად მდიდარი ადამიანების მიმართ იგივე მოლოდინების არსებობა, რაც მუშათა და საშუალო კლასის მოქალაქეების მიმართ არის.
ჯო ბაიდენის განცხადებით, მასში დიდ შეშფოთებას იწვევს მცირერიცხოვანი უმდიდრესი ადამიანების ხელში ძალაუფლების სახიფათო კონცენტრაცია. ბაიდენის თქმით, დღეს ამერიკაში ყალიბდება ოლიგარქია, რომელსაც უზარმაზარი სიმდიდრე, ძალაუფლება და გავლენა აქვს და ემუქრება დემოკრატიას, ძირითად უფლებებს და თავისუფლებას და სხვების მიერ წარმატების პატიოსნად მიღწევის შანსებს.
„მსურს, გავაფრთხილო ქვეყანა ზოგიერთი რამის შესახებ, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს ჩემში. ეს არის ძალაუფლების საშიში კონცენტრაცია ძალიან მცირე რაოდენობის უკიდურესად მდიდარი ადამიანების ხელში. დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ყველასთვის წინსვლის სამართლიან შანსს“, – განაცხადა ბაიდენმა.